ყიფიანისა და ბილანიშვილის დაკავებაზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
დაკავების ახალი დეტალები

ვატო ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელიც მიხედვითაც ვატო და შოთა ყიფიანებმა ასევე, ავთანდილ ბილანიშვილი 14 ოქტომბერს, თბილისში ერთ-ერთ რესტორანში ამ ეტაპისთვის უცნობი პირი ცემეს. განცხადებაში წერია:
"საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 14 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვახტანგ ჟვანია(იგივე ვატო ყიფიანი), ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს, რომელმაც ფიზიკური ტკივილი განიცადა.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს. "




