პრინციპული ბოიკოტი
ქსკ „ლანჩხუთის“ პროტესტის ნიშნად ჩაშლილი ფეხბურთის მატჩი ლანჩხუთში

ქსკ „ლანჩხუთის“ განცხადებაში მკაცრადაა ხაზგასმული, რომ ძალადობის მხარდამჭერი სისტემაში თანამონაწილეა და გუნდი მინდორზე ისე ვერ გავა, თითქოს არაფერი მომხდარა:
„ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა! თითქოს არაფერი მოხდა, ისე გამოვიდეთ და ფეხბურთი ვითამაშოთ, არ იქნება გამართლებული. სამწუხაროდ, ჩვენი დღევანდელი მეტოქე („ნიკე-ლუსო“) ის კლუბია, რომლის გულშემატკივრებმა და თანამშრომლებმაც გასული წლის სექტემბერში მოედანზე ფიზიკურად იძალადეს ჩვენს ფეხბურთელებსა და მწვრთნელებზე. ეს ის კლუბია, რომელიც გასახდელებში დამონტაჟებული ვიდეოკამერებით იწერდა ფეხბურთელებს (შეგახსენებთ, რომ ამ კლუბში ასევე ირიცხებიან არასრულწლოვანი გოგონებიც). და ბოლოს, ეს ის კლუბია, რომლის მფლობელი და პრეზიდენტი თავისი კლუბის ფეხბურთელის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს მიმდინარე წლის იანვარში.“
ქსკ „ლანჩხუთი“ სოლიდარობას უცხოვებს 20 წლის ქალ ფეხბურთელს. სპორტმენი ქალი სასამართლოში ამტკიცებდა, რომ 2025 წლის დეკემბერში გამართული წვეულების შემდეგ კლუბის პრეზიდენტმა და მფლობელმა გააუპატიურა. კაცი 22 სექტემბრის საქალაქო სასამართლომ გაამართლა. გადაწყვეტილების გამოცხადების დროს გოგონამ გონება დაკარგა.


