პაატა სალია: „ერთი რამ შემიძლია ახლა დაგიდასტუროთ: ფეიქრიშვილი საკანში ნამდვილად არ იყო მარტო.“
ფექირიშვილების საქმის ახალი დეტალები

„ერთი რამ შემიძლია ახლა დაგიდასტუროთ: ფეიქრიშვილი საკანში ნამდვილად არ იყო მარტო.“ - ეს განცხადება „ღამის კურიერში“ იუსტიციის მინისტრმა გააკეთა. პაატა სალიას თქმით, ბრალდებული ფეიქრიშვილი თავდაპირველად საკანში მარტო იმყოფებოდა, მაგრამ მოხდა სხვა პირების შესახლება. იყო თუ არა შესახლებული პირი ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და დასახელებული სხვა პირები, სალიას თქმით, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მისივე განცხადებით, გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი კითხვებზე: ვინ და რამდენი პირი შეასახლეს საკანში, რა იყო ამის მიზეზი, ასევე- ვინ ხელმძღვანელობდა, ვინ კურირებდა და ვინ იყო ინფორმირებული.
პაატა სალია ამბობს, რომ ინფორმაციის გაჟღერებისთანავე იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციამ გამოძიება დაიწყო. გარკვეული ჩვენებების არსებობის გამო კი მიზანშეწონილად მიიჩნიეს, საქმის გამოძიება პროკურატურას გაეგრძელებინა.




