"ოცნება" სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს - გამჭირვალობა საქართელო
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვით, "ქართული ოცნება" საქართველოს მოქალაქეებს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს

გამჭირვალობა საქართელოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა პოლიტიკური პლურალიზმისა და საარჩევნო დემოკრატიის დასრულებას ნიშნავს.
პარტიების აკრძალვა ნიშნავს ფაქტიურად მთელი პროდასავლური ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის აკრძალვას. ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილის რეჟიმი არჩევანს აღარ დაუტოვებს ქვეყნის ელექტორატის დაახლოებით 40%-ს, რომელმაც, თუნდაც რეჟიმის ცესკოს შედეგებით თუ ვისმჯელებთ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმა აკრძალვას ქვემდებარე პარტიებს მისცა. ასეთი არჩევანის მოსპობა ნიშნავს პოლიტიკური პლურალიზმის დასრულებას, მეტიც საარჩევნო დემოკრატიის დასრულებასაც.




