ნუ მომიკლავთ შვილებს - ძმებ ფეიქრიშვილების დედა
ციხესთან მისული დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა შეუძლოთ გახდა

რამდენიმე წუთის წინ დავით ფეიქრიშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ ძმებმა სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში თვითდაზიანება მიიყენეს, მათ ვენები გადაიჭრეს.
ადვოკატმა დაადაატურა, რომ დავით ფეიქრიშვილი არის სასტიკად ნაცემი, როგორც მან “სანდო წყაროსთან” საუბრისას განაცხადა ტყუბ ძმას დამტვრეული აქვს ნეკნები, სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული და თავზე აღენიშნება სისხლჩაქცევები.
ადვოკატის თქმის, დავით ფეიქრიშვილს ფიზიკური დაზიანება ვატო ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა და შოთა ყიფიანმა მიაყენეს.




