ნოდარ ჩაჩუას ცოლ ლალო ბერიას საპროცესო გაუფორმდა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ყოფილი ჟურნალისტის ნოდარ ჩაჩუას ცოლს საპროცესო შეთანხმება დღეს გაუფორმდა.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტის ნოდარ ჩაჩუას ცოლს, ასევე PosTV-ის ყოფილ ჟურნალისტ ლალო ბერიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
საპროცესო შეთანხმების თანახმად ბრალდებულ ლალო ბერიას, 6 - თვიანი რეალური სასჯელი, 3 - წლიანი პირობითი მსჯავრი და 3000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
ლალო ბერაია და მისი მეუღლე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 ოქტომბერს დააკავეს. ლალო ბერაიას უწყება ნარკოტიკის შეძენა-შენახვას ედავებოდა.
დღეს გავრცელდა ნოდარ ჩაჩუას წერილი, სადაც ის ზეწოლაზე საუბრობს. ნოდარ ჩაჩუას თქმით, ცენტრალური კრიმინალური პოლიცია მისგან კონკრეტული პირების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას ითხოვს.




