ნიკო კვარაცხელიას დედა შს მინისტრის და მსჯავრდებული გიორგი კივილაძის მამის დაკითხვას ითხოვს
მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს.

22 წლის მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა ითხოვს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმეზე დაიკითხოს შს მინისტრი სულხან თამაზაშვილი და მისი შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის, გიორგი კავილაძის მამა. ამასთან დაკავშირებით ის Facebook-ზე წერს.
იზა ომაძე აღნიშნავს, რომ უსასრულოდ ვერ დაელოდება იმას, თუ როდის იქნება „ამ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო სისტემა“, ამიტომ, პასუხს ითხოვს ახლა.
"ჩვენი ცხოვრების რეჟიმი ასეთია, მოკლედ: ნიკო
კვარაცხელიას დედამ მიმართა სულხან თამაზაშვილს მან პასუხი არ დაუბრუნა, ირიბად , მხოლოდ სულხან თამაზაშვილის დასაცავად, უპასუხა ბატონმა ცოტნე ანანიძემ, მერე ნიკო კვარაცხელიას დედას მხარდაჭერა გამოუხატა ძვირფასმა ქალბატონმა ეკა კუპატაძემ გიგა ავალიანის დედამ, იქ რამოდენიმე ადამიანს ძალიან უნდა მხარდაჭერის გამოხატვა მაგრამ სამსახურს დაკარგავს და ეშინია……
ასე გრძელდება უსასრულოდ “მოდი ვნახოთ ვენახი”- სა არ იყოს….
მე გეტყვით მარტივად: ოცდაათ ტომზე მეტია ნიკო კვარაცხელიას საქმე რომელზეც მართლმსაჯულების სახლის ახალგაზრდა იურისტები, ხელმძღვანელთან ქალბატონ ეკა ბესელიასთან ერთად მუშაობდნენ….
ეს ზღვა მასალა საშინელი ტკივილის ფასად შევისწავლე მეც, შემიძლია გითხრათ ამ უსასტიკესი მკვლელობის მასალებში “მბჟუტავად ანათებს” ორი ადამიანის სახელი, რომლებიც თუ საკუთარი სინდისის ხმას მოუსმენენ იმედი მაქვს ამ საქმეს ნათელს მოჰფენენ, ერთი სწორედ ბატონი სულხან თამაზაშვილია მეორე გიორგი კავილაძის მამა( რომლის მეგობართან საუბრის დეტალებს გავეცანი)
მინდა ორივე დაიკითხოს!!!
არ მივცემთ ჩვენებას, ესეც პასუხია ჩემთვის!!!!
მეგობრებო მე არ ვიცი ამ ქვეყანაში როდის იქნება სამართლიანი სასამართლო სისტემა, ვერ დაველოდები უსასრულოდ, პასუხს ვითხოვ ახლა რადგან ამ მკვლელობის უზუსტესად შეფასება მარტო ჩვენი ოჯახისთვის არ არის მნიშვნელოვანი , ის მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისთვის!!!
მხოლოდ ერთს დავამატებ, ნიკო კვარაცხელიას საქმე კულისებს მიღმა, ქუჩაში, სკვერში და ასე შემდეგ არ გაირჩევა. მხოლოდ სამართლებრივი კუთხით და უზუსტესად უნდა შეფასდეს", - წერს ის.




