ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს
ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს.
ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის - 243 შეკვრად დაფასოებული „მეთადონი“ და 50 გრამამდე „ტეტრაჰიდროკანაბინოლი”.
მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის
"სამართალდამცველებმა, ბათუმში, ბრალდებულების პირადი, დროებითი საცხოვრებელი ბინებისა და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: 243 შეკვრად დაფასოებული „მეთადონი“ და 50 გრამამდე „ტეტრაჰიდროკანაბინოლი"
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




