მზად ვართ, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან - ვატო ყიფიანის ადვოკატი
ადვოკატ მარიკა ფხალაძის თქმით, ვატო ყიფიანი გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს

ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს.
მარიკა ფხალაძემ უარყო ინფორმაცია ვატო ყიფიანის მიერ დავით ფეიქრიშვილის ცემის შესახებ. მან ასევე გამორიცხა ტყუპ ძმასთან რაიმე სახის კომუნიკაცია.
ვატო ყიფიანის ადვოკატის განცხადებით, თუ გამოძიებისთვის საჭირო გახდა თანამშრომლობისთის მზად არიან. საუბარია იუსტიციის სამინისტროს მიერ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებაზე.
შეგახსენებთ, რომ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართელომ გამოძიება დაიწყო




