მარნეულში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს

მარნეულში ცივი იარაღით კაცი დაჭრეს. ინფორმაციას 24News.ge ავრცელებს. შემთვევა, მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ხორცის მაღაზიაში მოხდა.
მოხდარის დეტალები უცნობია. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილას მობილიზებულია პოლიცია, ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფომაციით გამოძიება 117 მუხლით მიმდინარებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.




