მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლი და 19 წლის ქალიშვილი მოკლეს და დაანაწევრეს
დაკავებულია თბილისიდან გაქცეული თეიმურაზ გოგიაშვილი

მამუკა წერეთლის შვილისა და ყოფილი ცოლის სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები - ვინ არის ეჭვმიტანილი?

მოსკოვში მოკლულია 53 წლის ბიზნესმენი ელენა წერეთელი და მისი 19 წლის ქალიშვილი, დარია. ელენა წერეთელი ცნობილი ქართველი რესტორატორისა და ბიზნესმენის, მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლეა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცავებმა დანაშაულში ეჭვმიტანილი 47 წლის თეიმურაზ გოგიაშვილი ვორონეჟის ოლქში დააკავეს.

ელენა წერეთლის და მას რამდენიმე დღე ვერ უკავშირდებოდა, რის შემდეგაც პოლიციასა და სამაშველო სამსახურს მიმართა. 3 ოქტომბერს, ჟულებინოს ბულვარზე მდებარე ბინის კარის გაღების შემდეგ, სამართალდამცავებს მძიმე სურათი დახვდათ - ბინის აივანზე ელენა წერეთლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს. ადგილზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია საბრძოლო მასალაც.
რუსული პრესა წერს, რომ გამოძიებამ ეჭვი მალევე მიიტანა ელენა წერეთლის მეგობარზე, თეიმურაზ გოგიაშვილზე. სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით 47 წლის მამაკაცის გადაადგილების ტრაექტორია აღადგინეს და დანაშაულის კიდევ ერთ ადგილს მიაგნეს - ახალ მოსკოვში მდებარე ერთ-ერთ ავტოფარეხში, რომლითაც გოგიაშვილი სარგებლობდა, 19 წლის დარია წერეთლის ცხედარი და ცეცხლსასროლი იარაღის კიდევ ერთი სამალავი აღმოაჩინეს.სააგენტო TASS-ის ცნობით, ეჭვმიტანილია 1979 წელს დაბადებული თეიმურაზ გოგიაშვილი; იგი წარმოშობით საქართველოდანაა და წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. რუსული მედია წერს, რომ მოსკოვში გადმოსვლამდე ის ოკუპირებულ დონეცკში ცვორობდა. 2024 წელს კი რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე თეიმურაზ გოგიაშვილმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ დედაქალაქის დატოვება სცადა. ის ვორონეჟის ოლქში დააკავეს. დაკავების მომენტში მასთან ერთად იმყოფებოდა 40 წლის ქალი. ამჟამად მოწმდება ამ ქალის შესაძლო თანამონაწილეობა ან კავშირი მომხდარ მძიმე დანაშაულთან.
რუსეთში გოგიაშვილი ფიტნეს-ტრენერად მუშაობდა და აცხადებდა, რომ პაუერლიფტინგში სპორტის ოსტატობის კანდიდატი იყო. პარალელურად, ფლობდა ინდივიდუალურ საწარმოს (ИП), რომელიც ავტონაწილებით ვაჭრობასა და ტექნიკურ მომსახურებას უკავშირდებოდა.


