ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილი და პოლიტიკოსები საგამოძიებო უწყებაში გამოიკითხნენ
უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო უწყებამ პატიმრობაში ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მედიის წარმომადგენლები გამოკითხა

ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილი და პოლიტიკოსები საგამოძიებო უწყებაში გამოიკითხნენ.
უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო უწყებამ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მედიის წარმომადგენლები გამოკითხა.
პროკურორ მედეა ცირამუას განცხადებით, გამოკითხვისას ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ ჯორბენაძის თვითმკვლელობის კონკრეტულ ფაქტზე დამატებით ინფორმაციას ან მტკიცებულებებს არ ფლობს და მისი საჯარო განცხადება მხოლოდ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ცნობებს ეფუძნებოდა.
უწყებაში გამოკითხვაზე ასევე გამოცხადდნენ ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, თაზო დათუნაშვილი ხატია დეკანოიძე,ნანუკა ჟორჟოლიანი, ირმა ინაშვილი, გია ხუხაშვილი და სხვა პირები. Პოლიტიკოსები აცხადებენ რომ გარდაცვლილის შესახებ მხოლოდ ღარიბაშვილის წერილიდან შეიტყვეს და საქმესთან დაკავშირებით დეტალებს არ ფლობენ. ირმა ინაშვილმა კი აღნიშნა, რომ იგი ამ საქმის ადრესატი არ უნდა ყოფილიყო და გამოძიებას მოუწოდა, ღარიბაშვილის მიერ დასახელებული მოქმედი მაღალჩინოსნები დაკითხოს.
გამოკითხვების სერიას რუსთავის ციხიდან გამოეხმაურა ელისო კილაძე. კილაძის ადვოკატის ვალერი გელბახიანის თქმით ჟურნალისტი აღნიშნულ საქმესთან (ჯორბენაძის თვითმკვლელობასთან) დაკავშირებით ბევრ ინფორმაციას ფლობს და მოწმედ დაკითხვას მოითხოვს.




