ქორწინების იძულების ბრალდებით მარნეულში სამი პირი დააკავეს
შსს: ბრალდებულები შვილებს, მათ შორის, არასრულწლოვანს, მათივე ნების საწინააღმდეგოდ აიძულებდნენ ცოლად გაჰყოლოდნენ თანასოფლელ მამაკაცებს

ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულის მუნიციპალიტეტში სამი პირი დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 150 პრიმა და 126-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




