"ქალთა მოძრაობა" - კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით სახალხო დამცველის აპარატის მიერ გენდერის დეპარტამენტის გაუქმებას
"ქალთა მოძრაობამ" განაცხადა, რომ სახალხო დამცველის მიერ გენდერის დეპარტამენტის გაუქმება ვერ შეფასდება აპარატის ოპტიმიზაციად ან მხოლოდ შიდა ადმინისტრაციულ ცვლილებად

"ქალთა მოძრაობა" ლევან იოსელიანისგან ითხოვენ პირადად შეხვდეს ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს და პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას. ასევე, ისინი ითხოვენ გასაჯაროვდეს რეორგანიზაციის საფუძვლად გამოყენებული შეფასებები და დოკუმენტები, რომლებიც ასაბუთებს გენდერის დეპარტამენტის გაუქმების აუცილებლობას.
საჯაროდ განიმარტოს, ვის გადაეცა დეპარტამენტის ფუნქციები, როგორ შენარჩუნდება სპეციალიზებული ექსპერტიზა და ვინ იქნება პასუხისმგებელი შედეგებზე. გადაიხედოს დეპარტამენტის გაუქმების გადაწყვეტილება და შენარჩუნდეს ქალთა უფლებების დაცვის ძლიერი, სპეციალიზებული და ანგარიშვალდებული ინსტიტუციური მექანიზმი.
განცხადებას ხელს აწერს 26 ორგანიზაცია.




