ირინა სარიშვილს ფეისბუქ პოსტის გამო გაასამართლებენ
ირინა სარიშვილის განცხადებით, მის მიმართ საქმე სოციალურ ქსელში, თამარ ბაგრატიონზე დაწერილი პოსტის გამო აღიძრა.

ინფორმაციას ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისივე თქმით, სასამართლო პროცესი 30 ოქტომბერსაა ჩანიშნული
აი ვინმეს რო ეთქვა 63 წლის ასაკში წვრილმანი ხულიგნობისთვის დაგიჭერენო ხოდა ამასაც მოვესწარი: დღეს საქალაქო სასამართლოში ჩამბარდა ოქმი, რომელშიც წერია რომ შსს-ს ინიციატივით, ა. წ. 30 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება სასამართლო პროცესი ჩემ წინააღმდეგ საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, რომელშიც შეურაცხყოფა მიმიყენებია თამარ ბაგრატიონისთვის (მ.ყ.-ს მეუღლე) და ფბ მომხმარებელ ვინმე ავრორა ბებიასთვის, რითაც გამომიწვევია საზოგადოებრივი წესრიგის და მოქალაქეთა სიმშვიდის დარღვევა. სასჯელი ითვალისწინებს პატიმრობას ან ჯარიმას (პოსტის და კომენტარის სქრინს კომენტარში დავდებ). არც ვიცი რა ვთქვა




