გორში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შიდა ქართლის პოლიციამ გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა

შიდა ქართლის პოლიციამ გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით ერთ-ერთმა ბრალდებულმა ქალაქ გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მძიმე დაზიანება მიაყენა ერთ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
გამოძიების თანახმად, მომხდარის შესახებ მეორე ბრალდებულს ინფორმაცია ჰქონდა , თუმცა მას პოლიციისთვის აღნიშნულის შესახებ არ შეუტყობინებია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე, 236-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




