გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა

ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნოდარ ქინქლაძე ამ დრომდე №1 ლაითურის პენიტენციური დაწესებულების დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
უწყების ცნობით, აღნიშნული საკადრო გადაწყვეტილებები განხორციელდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანხმობით.
შეგახსენებთ, რომ რამაზ ფირცხალავას გადადგომას პატიმრების ოჯახის წევრები ბოლო რამდენიმე დღეა, აქტიურად ითხოვენ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ოჯახმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 40 წლის კაცზე გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში ფიზიკურად იძალადეს.
დედა თავდასხმის ორგანიზატორებად ავთანდილ ბილანიშვილს, იგივე „კაწრომს“, ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს და კიდევ ორმა პირს ასახელებს.




