"გლდანი მოლში" მოულოდნელად გარდაცვლილი კაცი ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელია
ხელბურთელის, რატი მსხვილიძის გარდაცვალების შესახებ განცხადება, საქართველოს ხელბურთის ფედერაციამაც გაავრცელა.

რატი მსხვილიძი შესახებ ინფორმაციას "ამბები.ჯი" ავრცელებს.
საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებით იუწყება საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრის, ვეტერანი ხელბურთელისა და მწვრთნელის, რატი მსხვილიძის გარდაცვალებას. რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ხელბურთის განვითარებაში. სპორტული კარიერის განმავლობაში იგი როგორც საქართველოს, ისე ევროპის სხვადასხვა კლუბში თამაშობდა , მოგვიანებით კი სამწვრთნელო საქმიანობას ეწეოდა და საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას ახალგაზრდა თაობას უზიარებდა. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული ხელბურთისა და სპორტული საზოგადოებისთვის.
რატი მსხვილიძე გუშინ, "გლდანი მოლის" ერთ-ერთ აფთიაქში გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, ის აფთიაქში შევიდა და დახმარება ითხოვა, რადგან თავს შეუძლოდ გრძნობდა. გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა.




