პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ თანამდებობა დატოვა
პატარიძემ იუსტიციის მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით თავად მიმართა

გიორგი პატარაიძის თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაციას სამთავრობო მედიები ავრცელებენ.
როგორც ცნობია პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა იუსტიციის მინისტრს წერილობით მიმართა - „ბატონო პაატა, გთხოვთ, გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა.
საქმე ეხება სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში დავით ფეიქრიშვილის სავარაუდო ცემის ფაქტთან დაწყებულ გამოძიებას.




