გიორგი კირვალიძე იზოლატორიდან გამოსვლისთანავე კვლავ დააკავეს
მას ამჯერად მოსამართლის შეურაცხყოფას ედავებიან.

4 ოქტომბრის მოვლენების საქმის ბრალდებული, ბიძინა ივანიშვილის შეურაცხყოფის საბაბით დაკავებული გიორგი კირვალიძე იზოლატორის დატოვების შემდეგ მოსამართლის შეურაცხყოფის ბრალდებით კვლავ დააკავეს.
პოლიციამ მას ხელბორკილები მაშინ დაადო, როცა 7 დღიანი პატიმრობის მოხდის შემდეგ გურჯაანის იზოლატორს ტოვებდა.
Facebook-ზე თამუნა გიორგაძე წერს: "მას ედავებიან მოსამართლის შეურაცხყოფას და ახსენეს სისხლის სამართლის პასუხისგება".
გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის 7-დღიანი პატიმრობა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა შეუფარდა. "შენ ხარ ჩვეულებრივი მონა, ბიძინას მონა", - ასე მიმართა მან მოსამართლეს.
გიორგი კირვალიძეს 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ბრალდებულ კიდევ 11 პირთან ერთად საპროცესო შეთანხმება 24 ივნისს გაუფორმდა.




