გარდაბანში 40-წლამდე კაცი მოკლეს
ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში მკვლელობა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული 40-წლამდე კაცია. მას სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენეს.
ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.
შემთხვევის ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.
შსს-ს თანახმად, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. მათივე ცნობით, დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია.


