განზრახ მკვლელობის ფაქტზე 20 წლის პირს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - პროკურატურა
თბილისში, ანგარებით, ფულის და პირადი ნივთების დაუფლების მიზნით, ბრალდებულმა დაზარალებულს დანით დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ნ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ანგარებით) წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა დაზარალებული ქალი მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე სოციალურ ქსელში გაიცნო.




