ძებნილ ელმურაზ მამედოვს სასამართლომ 20 წელი შეუფარდა
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილს 8 სხვადასხვა მუხლს ედავებოდნენ

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი კრიმინალური ავტორიტეტ ელმურაზ მამედოვს სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მას გამოძიება, მკვლელობის ორგანიზებას, ჩადენილს ჯგუფურად, განსაკუთრებული სისატიკითა და შეკვეთით, ასევე, ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ორგანიზებას, იარაღის ტარებას, ქურდული სამყაროს წევრობას, გამოძალვას, სხვისი ნივთის განადგურებას ედავებოდა. პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ასევე, ამავე საქმეზე, უვადო პატიმრობა შეეფარდა კიდევ ერთ პირს, ელმირ ნაბიევს. ის 7 იანვარს დააკავეს. მას გამოძიება მკვლელობის უშუალო აღსრულებას, შეკვეთით და ანგარებით, მკვლელობის მცდელობას, იარაღის ტარებას, ქურდული სამყაროს წევრობას და საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში. პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ:
პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ რომ :
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 იანვარს, ბრალდებულმა, რომელიც აღიარებდა „ქურდულ სამყაროს“, მეორე ბრალდებულის, ასევე, ქურდული სამყაროს წევრის, ორგანიზებით და მითითებით, მარნეულის ბაზარში დაზარალებულების მაღაზიაში, მამა-შვილის მიმართულებით არაერთი გასროლა განახორციელა. სროლის შედეგად სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებებით შვილი იმავე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა, მამა კი დროული სამედიცინო დახმარების შედეგად სიკვდილს გადაურჩა."
საჯარო წყაროებსა და სამართალდამცავი უწყებების გავრცელებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, საზღვარგარეთ მყოფი კრიმინალური ავტორიტეტის, ელმურაზ მამედოვის სახელი ძირითადად ფიგურირებს შემდეგ მძიმე დანაშაულებსა და გახმაურებულ საქმეებში:


