ბოლომდე, მეგობრებო ბოლომდე! - ვახო სანაია
ასე მიმართა საზოგადოებას ჟურნალისტმა დაკავებამდე

ჯერჯერობით უცნობია თუ რომელ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ ჟურნალისტს.
ვახო სანაიამ დაკავებამდე მედიასთან კომენტარიც გააკეთა და მათ ბრძოლისკენ მოუწოდა.
მათი მთავარი მიზანია, რომ საზოგადოება გაჩუმდეს, მაგრამ საზოგადოება არ გაჩუმდება არასოდეს! ამ რეჟიმს ამოვაყირავებთ, რამდენი დროც არ უნდა დაგვჭირდეს, ვიბრძოლებთ და აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება. ჩვენი დევიზია - ბოლომდე
ვახო სანაიას დაპატიმრებამდე მის სახლთან შეკრებილი იყვნენ ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები.
ჟურნალისტს პატიმრობა შალვა პაპუაშვილზე და ლადო ბოჟაძეზე დაწერილი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.
ტელეკომპანია „ფორმულას“ მთავარი გამოშვების წამყვანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო ზაფხულში დააკავეს. მაშინ ტელეწამყვანს „ქართული ოცნების“ წევრების, შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფას ედავებოდნენ და მას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.




