არჩევნებიდან ორი წლის შემდეგ დემოკრატიის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა - გამჭირვალობა საქართველო
საერთაშორისო გამჭირვალობამ ანალიზი - დემოკრატიის შემდგომი უკუსვლა და მოქალაქეთა დევნა - გამოაქვეყნა

განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლებას დღემდე არ გამოუძიებია არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევები და არ გადაუდგამს ნაბიჯები საზოგადოების ნდობის აღსადგენად.
მოქმედმა ხელისუფლებამ პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა და კრიტიკას რეპრესიებით, დაშინებითა და დევნით უპასუხა. ბოლო ორი წლის განმავლობაში “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ სრულად მიიტაცა ხელისუფლების სამივე შტო და ყველა დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი, კიდევ უფრო შეზღუდა ფუნდამენტური უფლებები, დაფინანსების წყაროები გადაუკეტა დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას და, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა ყოველდღიურობად აქცია. ქვეყანაში არნახულად იმატა პოლიტიკური პატიმრების რაოდენობამ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ კატეგორიულად მოუწოდებს “ქართული ოცნების” ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საკუთარი მოქალაქეების დევნა და დაშინება, შეწყვიტოსს მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიები და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები.
“ქართული ოცნების” ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს ფუნდამენტური უფლებების შემზღუდველი კანონები და შეწყვიტოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა. ქართველი ხალხი გააგრძელებს ბრძოლას დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის.




