არასრულწლოვნის ქორწინების იძულება მარნეულში
დაკავებულ ბებიას 4 წლიანი პატიმრობა ემურება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით, ქვემო ქართლში გოგონას ბებია დააკავა.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა ქალმა არასრულწლოვანი შვილიშვილი, გენდერული დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულა, ცოლად თანასოფლელს გაჰყოლოდა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11-პრიმა 150-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ქორწინების იძულებას გულისხმობს და 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


