აქტივისტი ვასო ბერიძე FACEBOOK პოსტის გამო 2000 ლარით დააჯარიმეს
გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრო ვასო ბერიძეს საჯარო სივრცეში სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააჯარიმეს. სადავოდ იყო გამხდარი Facebook-პოსტი, რომელშიც ვასო ბერიძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეწამყვანს, ვახო ხუზმიაშვილს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას.
ვასო ბერიძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევის საბაბით დაეკისრა ჯარიმა, რომელიც სახდელის სახით 500-დან 3000 ლარამდე ჯარიმას ან 20 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.
ვასო ბერიძე სასამართლომ 2026 წლის 28 ივლისსაც დააჯარიმა, თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავების შემდეგ, მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მას 5000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.




