ახალი დავა ვახო სანაიას წინააღდეგ
ჟურნასლიტს შსს ისევ ფეისბუქ პოსტის გამო ედავება

საქალაქო სასამართლოში ვახო სანაიას წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის განხილვა 19 ოქტომბრამდე გადაიდო. ჟურნალისტს შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოსა და პოსტის გამო ედავება.
ტელეკომპანია „ფორმულას“ მთავარი გამოშვების წამყვანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო ზაფხულში დააკავეს. მაშინ ტელეწამყვანს „ქართული ოცნების“ წევრების, შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფას ედავებოდნენ და მას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. სასამართლო გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ გამოაცხადა.


