4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს საპროცესო შეთანხმებას, სავარაუდოდ, ხვალ გაუფორმებენ
ხვალ გახდება ცნობილი, გაუფორმებს თუ არა პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას

ხვალ გახდება ცნობილი, გაუფორმებს თუ არა პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას. ცნობილია, რომ მსჯავრდებულებმა ბრალდების მხარეს უკვე მიმართეს.
სხდომა, სააპელაციო სასართლოში 17 საათზეა დანიშნული, რა დროსაც სახელმწიფო ბრალდეება იტყვის, უფორმებს თუ არა აღნიშნულ მსჯავრდებულებს საპროცესო შეთანხმებას.
თუ მხარეებს შორის შეთანხმება შედგა, მას სასამართლო კოლეგია დაამტკიცებს, რის შემდეგაც აღნიშნული მსჯავრდებულების საქმე ცალკე გამოეყოფა. საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში, ისინი პენიტენციურ დაწესებულებას 4 ნოემბერს დატოვებენ.
2025 წლის 4 ოქტომბრის საქმეზე ლაშა ბერიძესა და მურთაზ ზოდელავას 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი, ხოლო ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას — 5-5 წელი.




