26 მაისის აქციაზე ფერადი კვამლის გამოყენების გამო აქტივისტი 5000 ლარით დააჯარიმეს
დუტა ჯავახიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო

დუტა ჯავახიშვილი სამართალდამრღვევად ცნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ადმინისტრაციული სახდელის სახით 5000-ლარიან ჯარიმას ან 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.
დუტა ჯავახიშვილს შშმ პირის სტატუსი აქვს.
მგონია, რომ რეპრესიებს ახორციელებს შშმ პირების მიმართ სახელმწიფო. იმის მაგივრად, რომ სახელმწიფო ეხმარებოდეს შშმ პირებს პირიქით რეპრესიებში ამყოფებს და ცდილობს ხმა არ ამოიღონ. ახლა მედავებიან რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავდი მწვანე ბოლით და თურმე ეს ყოფილა დანაშაული




