შსს-სთან გურამ დადიანიძის დედა აქციას მართავს
შსს-სთან 13 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ახლობლები, ნათესავები და მოქალაქეები არიან შეკრებილნი.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან 13 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა საპროტესტო აქციას მართავს. აქციაზე მივიდნენ ოჯახის ახლობლები, ნათესავები და მხარდამჭერები.
გურამ დადიანიძის დედა საქმეზე ეფექტურ გამოძიებას ითხოვს.
მას შემდეგ, რაც საქმე დუშეთის პოლიციამ თბილისის დიღმის მთავარ სამმართველოს გადასცა, სოფო ბიბილაშვილს იმედი აქვს, რომ მის შვილს მალე იპოვიან.
ადგილზე ცოტა ხნის წინ გურამ დადიანიძის მამიდა და მამაც მივიდნენ.
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წლის ივნისში გაუჩინარდა - მოწმეთა ჩვენებებით, ლომისობის დღესასწაულიდან დაბრუნებისას. ტერიტორია, რომელზეც მოწმეები მიუთითებენ, შსს-მ შეამოწმა.
შსს-ს 10 აგვისტოს განცხადების თანახმად, გურამ დადიანიძის გაუჩინარებასთან დაკავშირებით 20-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.
შსს-ს წერს, რომ საქმეში რაიმე საეჭვო გარემოება "გამოვლენილი ვერ იქნა", ასევე, "არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც დაადასტურებდა დადიანიძესთან წარსულში არსებულ შურისძიების მოტივს".




