სახალხო დამცველის რწმუნებულებმა კლინიკა "ვივამედში" დავით ფეიქრიშვილი მოინახულეს
გავრცელებული განცხადების თანახმად, დავით ფეიქრიშვილმა სახალხო დამცველის აპარატს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მის მიმართ განხორციელებული სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ
-1.webp&w=1920&q=75)
სახალხო დამცელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ისიც წერია, რომ დავით ფეიქრიშვილმა მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების სავარაუდო დანაშაულებრივ ჩართულობაზე.
ასევე სახალხო დამცელი პროკურატურას მოუწოდებს მიუკერძოებლად და ობიექტურად გამოიკვლიოს ყველა გარემოება.
2026 წლის 22 ოქტომბერს, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა განმეორებითი ვიზიტი განახორციელეს დავით ფეიქრიშვილთან, კლინიკა „ვივამედში“. ამჯერად მან სახალხო დამცველის აპარატს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მის მიმართ განხორციელებული სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, მათ შორის, მიუთითა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების სავარაუდო დანაშაულებრივ ჩართულობაზე. ასევე, განმარტა, რომ სრულფასოვანი ინფორმაცია მიაწოდა საგამოძიებო უწყებასაც, 2026 წლის 21 ოქტომბერს. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, საქმის გამოძიება დაუქვემდებაროს პროკურატურის ორგანოებს, გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპის დაცვის მიზნებისთვის, რათა გამოძიებამ მიუკერძოებლად და ობიექტურად გამოიკვლიოს ყველა გარემოება, მათ შორის პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო დანაშაულებრივ მოქმედებებთან დაკავშირებით




