მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 112 მოქალაქე გააძევა
საქართველოდან გააძევეს - რუსეთის, პაკისტანის, ეგვიპტის, ნიგერიის, ბურუნდის, ლიბანის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქე.

მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: პაკისტანის, ეგვიპტის, ბანგლადეშის, რუსეთის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, ერაყის, ინდოეთის, ლიბანის, მაროკოს, ნიგერიის, სომხეთის, თურქეთის, ბურუნდის, ვიეტნამის, კენიის, იორდანიის, ნეპალის, უგანდის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 112 მოქალაქე.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.




