მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა
აღნიშნულ განცხადებას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს

განცხადებაში წერია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მანანა კობახიძის პირადი განცხადების საფუძველზე მიიღო.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, ქალბატონ მანანა კობახიძეს, პირადი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით N 2, 2026 წლის 13 ოქტომბრიდან, ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უსურვებს მას წარმატებებს მომავალ საქმიანობაში.
ცნობისთვის, მანანა კობახიძე პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდებას ითხოვდა. მოსამართლის მოთხოვნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.




