ქუთაისის აეროპორტი ახალ მიმართულებებს ამატებს
ზამთრის განრიგში სამი ახალი ქალაქი ჩნდება. ავიაკომპანიები რეისების სიხშირეს მოგვიანებით დააზუსტებენ, ბილეთების გაყიდვა კი უკვე დაიწყო.

ბათუმის ძველ ნაწილში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი გაიხსნა. შენობა ოთხმოციანი წლების საწყობია, რომელიც არქიტექტორებმა თითქმის უცვლელად დატოვეს- გადააკეთეს მხოლოდ სახურავი და შიდა ტიხრები.

საექსპოზიციო ფართი ცხრაას კვადრატულ მეტრს შეადგენს. პირველი გამოფენა ოცდაათ ქართველ ავტორს აერთიანებს და სამ თვეს გასტანს.




