ჩემი შვილი ნაცემია, ნაცემი - ფეიქირშვილების დედა
ნინო აბრამიშვილი ამ წუთებში გლდანის ციხესთან იმყოფება და შველას ითხოვს

„ჩემი შვილი ნაცემია, ნაცემი“ - ეს განცხადება „სანდო წყაროსთან“ ფეიქრიშვილების დედამ გააკეთა.
დაკავებული ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა ამტკიცებს, რომ მისი შვილი, დავით ფეიქრიშვილი ნაცემია. ის ამ წუთებში გლდანის მე-8 დაწესებულებასთან იმყოფება და დახმარებას ითხოვს. მისი თქმით, ინფორმაციამ ციხიდან გამოჟონა. ნინო აბრამიშვილი დახმარებასა და შვილთან შეშვებას ითხოვს.
ტყუპი ძმები 3 კვირის წინ სხვადასხვა მიზეზით დააკავეს. სპეცოპერაცია სასტუმრო „ჰოლიდეი ინნსა“ და კრწანისში ერთდროულად ჩატარდა. მოგვიანებით მათ ბრალი დაუმძიმეს.
დავით ფეიქრიშვილის ცემის თაობაზე რამდენიმე დღის წინ წერდა ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილიც, თუმცა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ფაქტს სიცრუე უწოდა.




