ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია - სპეციალური პენიტენციური სამსახური
სპეციალური პენიტენციური სამსახური უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას დავით ფეიქრიშვილის ცემასთან დაკავშირებით
-1.webp&w=1920&q=75)
სპეციალური პენიტენციური სამსახური დავით ფექირიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომ მისი დაცვისქვეშმყოფი 16 ოქტომბრის შემდეგ თანამესაკნეების მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშაა - უარყოფს.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გავრცელებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, დღეს დავით ფეიქრიშვილმა მის ადვოკატთან შეხვედრის დროს შეხვედრების ოთახის მიმდებარედ დერეფანში ფანჯრის მინა და მინის ნატეხით თვითდაზიანებით იმუქრებოდა. ასევე სხვა პატიმრებს დეზორგანიზაციისკენ მოუწოდებდა.
აქვე განვმარტავთ, რომ დღეს ადვოკატთა შეხვედრების ოთახში ბრალდებული ფეიქრიშვილი გამოყვანილი იყო მის ადვოკატთან შესახვედრად, რა დროსაც მან მოულოდნელად, სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი, ჩაამტვრია ადვოკატთან შეხვედრების ოთახის მიმდებარედ დერეფანში არსებული ფანჯრის მინა და მინის ნატეხით თვითდაზიანებით იმუქრებოდა, ამასთან, პატიმრებს დეზორგანიზაციისკენ მოუწოდებდა. პატიმრები მის პროვოკაციულ მოწოდებას არ აჰყვნენ და მას ამ საქციელის გამო სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი მიაყენეს. დავით ფეიქრიშვილი ითხოვდა მის ძმასთან შეხვედრას, მაგრამ ვინაიდან ძმები ფეიქრიშვილები ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით არიან ბრალდებულნი, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე დაწესებულებაში მათი გადაკვეთა დაუშვებელია.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში წერია, რომ დავით ფეიქრიშვილს 19 ოქტომბერს ბრალდებულს მიეცა ერთჯერადად ოჯახთან (დედასთან) სატელეფონო ზარის განხორციელების უფლება.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ძმებ ფეიქრიშვილების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს უწყების დისკრედიტაციის მცდელობის გაგრძელებად და მიზანმიმართულ კამპანიად აფასებს და მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ ინფორმაციების გავრცელებისგან




