ახალი კინოთეატრი ძველ თბილისში გაიხსნა
დარბაზი ას ორმოცდაათ ადგილზეა გათვლილი. რეპერტუარში ევროპული ავტორული კინო და ქართული დამოუკიდებელი ფილმები იქნება, ჩვენებები კი ორიგინალ ენაზე.

ბათუმის ძველ ნაწილში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი გაიხსნა. შენობა ოთხმოციანი წლების საწყობია, რომელიც არქიტექტორებმა თითქმის უცვლელად დატოვეს- გადააკეთეს მხოლოდ სახურავი და შიდა ტიხრები.

საექსპოზიციო ფართი ცხრაას კვადრატულ მეტრს შეადგენს. პირველი გამოფენა ოცდაათ ქართველ ავტორს აერთიანებს და სამ თვეს გასტანს.


